საქართველოს თავდაცვის ძალებს 31 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
20 თებერვალი 2020
ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. სამხედრო ფიცი 31-მა სამხედრო მოსამსახურემ დადო, რომლებიც დღეიდან დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულში იმსახურებენ. 
 
ფიცის დადების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა იოანემ დალოცა. მოგვიანებით კი, წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ფიცის მიღებამდე წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიარეს.