სომხეთის გენერალური შტაბის უფროსი JTEC-ში
20 თებერვალი 2020

საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. გენერალ-ლეიტენანტ არტაკ დავთიანსა და დელეგაციის წევრებს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ სტუმრებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა და მისი ისტორია, ამოცანები და სტრუქტურა გააცნო. მან ცენტრში განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ისაუბრა.

სომხეთის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი  წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მას ქართველი კოლეგა, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობდა.