JFTC-სა და ACT-ის წარმომადგენლების ვიზიტი JTEC-ში
13 თებერვალი 2020

საქართველოში სამუშაო ვიზიტით გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრისა (JFTC) და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (ACT) წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ.

ვიზიტის მიზანს JTEC-სა და JFTC-ს შორის მენტორობიდან პარტნიორობაზე გადასვლისა და 2022 წელს დაგეგმილი ნატო-საქართველოს მესამე სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენს.

JTEC-ში გამართულ შეხვედრებზე მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო დეტალებზე მსჯელობენ.