საქართველოს თავდაცვის ძალებს 119 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
24 იანვარი 2020
საწვრთნელ ბაზაზე „ალგეთი“ წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. სამხედრო ფიცი 119-მა სამხედრო მოსამსახურემ დადო, რომლებიც დღეიდან წვრთნებისა და  სამხედრო განათლების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს.
 
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებმაც ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ.  
 
ფიცის მიღებამდე წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.