“ბასტი-ბუბუს” კონცერტი სამხედროების შვილებისთვის
20 იანვარი 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში „ბასტი-ბუბუს“ სტუდიის ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის კონცერტი გამართეს. მათ თანატოლებისთვის პოპულარული საბავშვო სიმღერები შეასრულეს. სტუდიის მთავარმა გმირებმა - ბასტიმ, ბუბუმ და ბაბილინამ კი, ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს.  

ღონისძიება სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროსა და საბავშვო-გასართობ სტუდია „ბასტი-ბუბუს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.