ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში ახალი წელი აღნიშნეს
31 დეკემბერი 2019
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი, 2020 წლის დადგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. 
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაურმა პირად შემადგენლობას საახალწლო საჩუქრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცა და მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.
მე-12 ბატალიონი ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2019 წლის ნოემბრიდან ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 
ვიდეო რეპორტაჟი