შეხვედრა პრეზიდენტთან
2 მაისი 2015
საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი დღეს უკრაინის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიხაილ ეჟელთან და ბაჩო ახალაიასთან ერთად თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და უკრაინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. 
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მას უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა უკრაინასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.  
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი საქართველოს დღეს დატოვებს.