„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“ - ირაკლი ღარიბაშვილი
11 დეკემბერი 2019

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალებია.

ვიდეო რეპორტაჟი