საქართველო ნატოს კიბერსწავლებაში იღებს მონაწილეობას 
4 დეკემბერი 2019

საქართველო მოთამაშის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას ნატოს მასშტაბურ კიბერსწავლებაში „CYBER COALITION”, რომელსაც 2-6 დეკემბერს ესტონეთი მასპინძლობს.

სწავლებისას კიბერშეტევის რეალობასთან მიახლოებული სცენარი თამაშდება და მოთამაშეები სტრატეგიულ და მნიშვნელოვან სისტემებს იცავენ.

„CYBER COALITION”-ში ნატოს 27 წევრი ქვეყანაა ჩართული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „კიბერუსაფრთხოების ბიურო“ აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იღებდა მონაწილეობას, წელს კი, საქართველო უკვე კიბერსავარჯიშოს სრულფასოვანი მოთამაშეა.