საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
28 ნოემბერი 2019

2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტისა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებმა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ხოლო გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სექსუალური შევიწროების კუთხით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრეს.
წელს სამთავრობო 16 დღიანი კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა სექსუალური შევიწროება, რაც განაპირობა საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის მაისში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ.

კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით ხორციელდება.
#სახელმწიფოზრუნავს