ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს
23 ნოემბერი 2019
გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს.
 
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას მე-12 ბატალიონის მეთაური და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრესი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ვიდეო რეპორტაჟი