მე-7 საჯარო სკოლაში კალათბურთში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
20 ნოემბერი 2019

ქ. რუსთავში, მე-7 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში კალათბურთში კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს მე-11ა და მე-10ბ კლასის გუნდები შეხვდნენ. შეჯიბრში გამარჯვება მე-11ა კლასმა მოიპოვა. გამარჯვებულ ახალგაზრდებს თასი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგვაძემ და ვახტანგ გზირიშვილის დედამ, მარინა გზირიშვილმა გადასცეს. გამარჯვებულმა სკოლის მოსწავლეებმა მედლები და სიგელებიც მიიღეს.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი და ბრიგადის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

ვახტანგ გზირიშვილის მშობლიურ სკოლაში მისი სახელობის ტურნირი კალათბურთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყოველ წელს იმართება. წელს გარდამავალი თასი მეთორმეტედ გათამაშდა.

ვიდეო რეპორტაჟი