ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის ელჩს უმასპინძლა
15 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დესისლავა ივანოვას ბულგარეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ბულგარეთის აქტიური ჩართულობის გამო მადლობა გადაუხადა. საუბარი ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით თავდაცვის ძალებში გატარებულ რეფორმებს და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას შეეხო.

საუბრის ძირითადი თემატიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში საქართველოს მიღწეულ პროგრესს, თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
შეხვედრას ბულგარეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მარიან ზაგორსკი დაესწრო