ლელა ჩიქოვანი ნატოს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორს შეხვდა
6 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატოს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორს მარკ დი პაოლოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებზე და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
ლელა ჩიქოვანმა და მარკ დი პაოლომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს.
შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში, ქ. ბათუმში გაიმართა.