განცხადება
2 მაისი 2015
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თავდაცვის ეროვნული აკადემია აცხადებს მიღებას უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე
გამოცდებზე დაიშვებიან:
სახმელეთო ჯარების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების შემდეგ სპეციალობებზე:
- მსუბუქი ქვეითი, საარტილერიო, ჯავშანსატანკო, სამხედრო-საინჟინრო, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის სპეციალობები (საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები; უმაღლესი განათლების მქონე სამოქალაქო პირები);
2009 სასწავლო წელს, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე ჩასაბარებლად საბუთების შეტანა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის აბიტურიენტებს:
I კატეგორია - სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი უმაღესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი;
II კატეგორია - სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, მატროსები, ეფრეიტორები, კაპრალ-სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით;
III კატეგორია - უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (კაპრალ-სერჟანტი) 21-დან 35 წლის ჩათვლით;
IV კატეგორია - სრული ზოგადი და პროფესიული განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (კაპრალ-სერჟანტები) 21-დან 35 წლის ჩათვლით, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები აქვთ ორი წელი და მეტი;
სამხედრო მოსამსახურეთათვის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
1.წერილი მეთაურისგან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის სახელზე;
2.ჯანმრთელობის ცნობა (სამხედრო სასწავლებლისათვის ვარგისიანობის შესახებ);
3.განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
4.სურათი 3X4 - 6 ცალი;
5.მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
შენიშვნა: სრული, ზოგადი და პროფესიული განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიულმა) სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სამხედრო ნაწილიდან საკონტრაქტო სამსახურის სტაჟის შესახებ.
სამოქალაქო პირთათვის მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1.განცხადება (შეავსებთ მიმღებ კომისიაში);
2.ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) - 2 ეგზ;
3.უმაღლესი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ;
4.დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
5.ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
6.შვილების დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
7.ცნობა რეგისტრაციის შესახებ - 2 ეგზ;
8.ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #IV-100/ა) - 2 ეგზ;
9.ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ;
10.ცნობა ნასამართლეობის შესახებ - 2 ეგზ;
11.დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან - 2 ეგზ;
12.ცნობა ნარკოლოგიური ცენტრიდან - 1 ეგზ;
13.პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ;
14.ფოტოსურათები 4X6 - 6 ცალი;
15.საქაღალდე (მუყაოსი) - 2 ეგზ;
შენიშვნა:
1) რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი), ასლი - 2 ეგზ. 2)წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ;
საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 20 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
მისაღები გამოცდები ჩატარდება 2009 წლის 14-დან 25 სექტემბრამდე
ზოგადი უნარების ტესტებში და ფიზიკურ მომზადებაში.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2009 წლის 5 ოქტომბრიდან
მიმღები კომისია იმუშავებს მისამართზე: უზნაძის ქუჩა #117ა
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 91 02 07