ლელა ჩიქოვანი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
6 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ბულგარელ კოლეგას, (გადამდგარი) გენერალ-ლეიტენანტ ატანას ზაპრიანოვს შეხვდა.

ლელა ჩიქოვანმა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით თავდაცვის ძალებში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საუბრის ძირითადი თემატიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში საქართველოს მიღწეულ პროგრესს და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-ლეიტენანტმა ატანას ზაპრიანოვმა ყურადღება მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს.