52-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა
31 ოქტომბერი 2019

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე V საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა. 
სწავლების დასკვნით ნაწილში ქვედანაყოფმა საბრძოლო სროლები განახორციელა. BM21 ზალპური ცეცხლის სისტემებიდან არტილერისტებმა პირობითი მოწინააღმდეგე 6 კილომეტრიდან გაანადგურეს და დავალება წარმატებით შეასრულეს.
2-კვირიანი წვრთნა 3 ფაზას - მომზადებას, შეფასებას და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. დასკვნით ნაწილში ქვედანაყოფს V საარტილერიო ბრიგადის ზემდგომი შტაბი საბრძოლო ბრძანების გაცემის, აღსრულების პროცესისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების დროს გამოვლენილი თვისებების მიხედვით აფასებდა.
სწავლების მიზანს ბატალიონის შტაბისა და ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობაში უნარების დახვეწას და საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას წარმოადგენდა.

ვიდეო რეპორტაჟი