თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
1 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბდულა ალ-მუტაირის უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. 
თავდაცვის მინისტრმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.