თავდაცვის მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ორმხრივი შეხვედრა
4 ოქტომბერი 2019

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერის შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

ვიდეო რეპორტაჟი