მარათონი დაღუპული სამხედროების პატივსაცემად
21 სექტემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის ინიციატივით, ქალაქ რუსთავში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა 41-ე ბატალიონის, სპეციალური ოპერაციების ძალების, V საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის და სერჟანტთა მომზადების აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

ექვსკილომეტრიან გარბენში 200-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. მარათონში გამარჯვებული სამხედროები IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა, 41-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მუხრან ჯაფარიძემ და ქალაქ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი მესამედ გაიმართა.

ვიდეო რეპორტაჟი