DIB-ში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
20 სექტემბერი 2019

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB)   პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სამწლიანი პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალებში გენდერული კუთხით ორგანიზაციული კლიმატის კვლევის განხორციელებას და ამ მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

შემაჯამებელი ღონისძიება   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მაკა პეტრიაშვილმა გახსნა,    ყურადღება  პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა  და მსმენელებს წარმატებები უსურვა .

შეხვედრას  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელები ესწრებოდნენ; თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა   მონაწილეებს კვლევის მეთოდოლოგია, მიღებული შედეგები და გამოცდილება გაუზიარეს.

პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატო-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროგრამის (NATO SPS Programme) დაფინანსებით 2017 წლიდან დაიწყო და წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF), დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგს.