შეხვედრა მარშალის ცენტრის წარმომადგენლებთან
20 სექტემბერი 2019
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჯორჯ მარშალის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან. უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. მან მარშალის ცენტრის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯორჯ მარშალის ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტის განხილვა წარმოადგენს.
 
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დოკუმენტზე იმსჯელეს და მისი შემუშავების პროცესზე ისაუბრეს. დოკუმენტის განხილვას თავდაცვის სამინისტროს უცხოელი მრჩევლებიც დაესწრნენ.