პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
8 სექტემბერი 2019

საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა გამოუცხადა. 

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

მიმდინარე კვირას პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებსა და ფრაქციებთან შეხვედრის ფარგლებში მოუსმინეს.

ვიდეო რეპორტაჟი