თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი თავდაცვის ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
6 სექტემბერი 2019

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პარალელურად, თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი თავდაცვის ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, - აღნიშნულის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მედიის წარმომადგენლებთან ნაკრების ხელმძღვანელობამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩატარებული ფიზიკური და ტაქტიკური ვარჯიშების შესახებ, საკუთარი და მოწინააღმდეგე გუნდების შესაძლებლობებზე, ასევე გუნდის წევრთა მოტივაციაზე ისაუბრა.

მორაგბეები თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ დალოცა.

პრესკონფერენცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

თავდაცვის ძალების მორაგბეები დღეს ღამით მიემგზავრებიან იაპონიაში, სადაც

თავდაცვის ძალებს შორის რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატი 9-23 სექტემბერს ჩატარდება.

პირველი თამაში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს გუნდებს შორის ნარაშინოს რაგბის მოედანზე 11 სექტემბერს გაიმართება.

მომდევნო ეტაპზე ქართველი სამხედროები მოწინააღმდეგე გუნდებს შედეგების მიხედვით შეხვდებიან.

რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატი სამხედროებს შორის მესამედ ტარდება.

საერთაშორისო ტურნირში 10 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, კორეა, საქართველო, ტონგა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, ფიჯი და საფრანგეთი.

ვიდეო რეპორტაჟი