მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში
6 სექტემბერი 2019

მესტიაში, მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში დაღუპული უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3-დღიანი  ტურნირი დასრულდა. 

სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, დასავლეთის სარდალი გიორგი მათიაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ. 

ტურნირში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების გუნდები და საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი გადაეცა და მონაწილე ფეხბურთელები მედლებით დაჯილდოვდნენ. 

მუხრან შუკვანი 2010 წელს 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უკვე 6 წელია იმართება.