ინტერკულტურული კომუნიკაციების ტრენინგი DIBS-ში
3 სექტემბერი 2019
საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში ტრენინგი „ინტერკულტურული კომუნიკაციები“ დაიწყო.

სემინარი DIBS-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და მსმენელებს კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ტრენინგს კლინგენდაილის წარმომადგენლები ჩაუტარებენ.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან როგორც ეროვნულ, ისე ორგანიზაციული კულტურის ელემენტებს, პიროვნებათაშორისი კომუნიკაციის ასპექტებს და სტერეოტიპების მნიშვნელობას უსაფრთხოების კონტექსტში.