თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლა Agile Spirit 2019-ის დახურვაზე
9 აგვისტო 2019

„ეს სწავლება თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვით,  ერთ-ერთი გამორჩეული მასშტაბური სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში.  სწორედ, ეს მასშტაბი ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის თვალსაზრისით.  ეს დინამიკა არის ორიენტირებული მომავლისკენ და ამ დინამიკით  ჩვენ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ ჩვენს მიერ გაცხადებული  სტრატეგიული მზადყოფნის მიდგომასთან, რომელიც ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადებისა  და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მაღალ დონეს გულისხმობს. ამ მაღალი ხარისხის მზადყოფნის შეფასების, მისი გაზომვის საფუძველს გვაძლევს აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება,  რომელიც ჩვენ წარმატებით დავასრულეთ,“ -  ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ Agile Spirit 2019-ში მონაწილე პირად შემადგენლობას სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე, რომელიც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა. 

ვიდეო რეპორტაჟი