საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 27 წლის იუბილე აღნიშნა
23 ივლისი 2019

საინჟინრო გვარეობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო ინჟინრებს იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცა. მან პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, პროფესიული დღე მიულოცა და თავდაცვის ძალებში საინჟინრო გვარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებმა გამორჩეული სამსახურისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის საშტატო იარაღი და უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მიიღეს. საზეიმო ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა ბრიგადაში არსებული სხვადასხვა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს. დღესვე, იუბილესთან დაკავშირებით, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ტერიტორიაზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების სარდლობებისა და დეპარტამენტის უფროსები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი