ლელა ჩიქოვანმა მაიორი კორტნი ოლსონი უწყებრივი მედლით დააჯილდოვა
22 ივლისი 2019

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა მაიორ კორტნი ოლსონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებაში მაიორ კორტნი ოლსონის ძალისხმევა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.