აკრედიტაცია მრავალეროვნული სწავლებისთვის
20 ივლისი 2019

Agile Spirit 2019

#AgileSpirit

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

Agile Spirit 2019 საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება, აკრედიტაცია უნდა გაიარონ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 20-დან 25 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე. ერთჯერადი სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა თითოეული ღონისძიების დაწყების წინ.

დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად ელ-ფოსტაზე: pr@mod.gov.ge  უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები:

სახელი, გვარი          

მედიასაშუალების დასახელება

პოზიცია 

ტელეფონის ნომერი

პირადი ნომერი

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

გიორგი კაჭარავა 577 39 39 13; თეო კერძევაძე 577 19 00 96