თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან
18 ივლისი 2019

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ  ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა.  მხარეებმა  ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.   შეხვედრაზე საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების  მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული  პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს მონაწილეობას ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში,   რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში  და ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობას.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი,  გუსტავ ვრომენი დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი