სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა
5 ივლისი 2019

პოლკოვნიკ ბესიკ  ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა.  ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სწავლებაში ამერიკელი, ბრიტანელი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჩეხი, პოლონელი, უკრაინელი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

მსმენელებს სწავლების  წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის  უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და საქართველოში უკრაინისა და ჩეხეთის თავდაცვის ატაშეებმა მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და  პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

კურსის მონაწილეებმა პრაქტიკული მეცადიონეობები საჩხერისა და ჭიათურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო უბნებზე  გაიარეს და სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, მთიან რელიეფზე გადაადგილების, სამთო კვანძების გამოყენებისა და მდინარის გადალახვის ტექნიკას  დაეუფლნენ.