თავდაცვის სამინისტროსა და ჩაფიძის კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
2 ივლისი 2019

დღეიდან  საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში”  სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეღავათიან ფასში ან/და უფასოდ   შეეძლებათ. 

სამედიცინო მომსახურების მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და  სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია თავდაცვის უწყების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის  სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის დახვეწა და გაუმჯობესება.