თავდაცვის ძალებში ბრიგადები მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით აღიჭურვა
27 ივნისი 2019

თავდაცვის ძალებში ბრიგადები მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით აღიჭურვა საქართველოს თავდაცვის ძალებში ტექნიკისა და ტექნიკური საშუალებების განახლება მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით და აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებულ ბრიგადებს სამედიცინო ტრანსპორტი გადაეცა. ავტომობილები აღჭურვილია ევაკუაციისათვის და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საჭირო თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით. მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტი ხელს შეუწყობს და გაამარტივებს სამედიცინო ევაკუაციის განხორციელებას, ასევე საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით ხელმისაწვდომს გახდის სახმელეთო ევაკუაციას ნებისმიერი წერტილიდან. 2019 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ტოიოტა ცენტრ საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის სპეციალური, მაღალი გამავლობის სამედიცინო ევაკუაციის ავტომობილების შეძენა ტოიოტა ლენდკრუიზერის ბაზაზე განხორციელდა. მიმდინარე წელს კიდევ იგეგემება სამედიცინო ტრანსპორტის შესყიდვა, რომელიც პრიორიტეტის მიხედვით სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდება.

ვიდეო რეპორტაჟი