ავღანეთში გერმანელი პარლამენტარები ქართველ სამხედროებს შეხვდნენ
24 ივნისი 2019
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულ I ქვეითი ბრიგადის ასეულს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოდან დელეგაცია ესტუმრა. ბუნდესთაგის დელეგაციას თავდაცვის საპარლამენტო მდივანი პეტერ ტაუბერი ხელმძღვანელობდა.
 
დელეგაციის წევრები I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაურს, მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს შეხვდნენ და ქართველი სამხედროების საქმიანობას გაეცნენ, მოგვიანებით კი, ქართველ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 18 იანვრიდან ასრულებს და გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებთან ერთად, სწრაფი რეაგირებისა და მნიშვნელოვანი პირების ესკორტირების ამოცანებს ასრულებს. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ავღანეთში სამშვიდობო მისიის დაწყებამდე 5-თვიანი მომზადება გერმანიაში, ქალაქ ტორგელოუში