DIBS-ში კურსი „ლიდერობის ფსიქოლოგია“ დაიწყო
24 ივნისი 2019
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ოთხდღიან ტრენინგს „ლიდერობის ფსიქოლოგია“ მასპინძლობს. რეგიონული მასშტაბის კურსი პირველად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. მასში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგს გამოცდილი ბრიტანელი ექსპერტი, სანდჰურსტის სამეფო სამხედრო აკადემიის წარმომადგენელი, რუნი მეკორტი უძღვება.
 
კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დევიდ ეთელმა გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ტრენინგის განმავლობაში ლიდერობასთან, ლიდერობის ფსიქოლოგიასთან, გუნდურ მუშაობასა და აზროვნებასთან, მოლაპარაკების ხელოვნებასა და კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ტრენინგი მსმენელებს ამ მიმართულებით საჭირო უნარების განვითარებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ვიდეო რეპორტაჟი