ტრენინგი „უსაფრთხოების გამოწვევები და პარლამენტის როლი“ დაიწყო
19 ივნისი 2019

საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კურსი - „უსაფრთხოების გამოწვევები და პარლამენტის როლი“ დაიწყო. შეხვედრა   სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. 

ოთხდღიან სემინარი მიზნად ისახავს არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიმოხილვას, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მრავალფეროვან დემოკრატიულ სისტემაში პარლამენტის როლის უკეთესად გაგებასა და დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას პარტნიორებს შორის.

ტრენინგს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. სემინარს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და  კლინგენდაილის აკადემიის წარმომადგენლები გაუძღვებიან.  

კურსი საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.  

ვიდეო რეპორტაჟი