41-ე ქვეითი ბატალიონის ათეულის ფაზის დასკვნითი სწავლება GDRP-ის წინამოსამზადებელი წვრთნის ფარგლებში
14 ივნისი 2019

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) უშუალოდ ჩასართავად წინამოსამზადებელ წვრთნებს ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის. 

ქვედანაყოფმა ათეულის ფაზა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და ერთობლივი ცენტრის (JTEC) შეფასებით დაასრულა, რომლის დროსაც რვა საბრძოლო ვარჯიში შესრულდა. სცენარის მიხედვით, ათეული საბრძოლო პატრულირებისას მითითებულ მარშუტზე,  მოწინააღმდეგის მცირე ჯგუფთან კონტაქტში მოხვდა, რის შემდეგაც მოახდინა რეაგირება და განახორციელა მანევრი. ცეცხლის ეფექტიანად გამოყენებით კი, განადგურდა მოწინააღმდეგე. 

ათეულის ფაზის დასკვნით ეტაპზე უზრუნველყოფის ელემენტების სიტუაციური სწავლებაც ჩატარდა. სამანევრო ქვედანაყოფების ლოჯისტიკური მხარდაჭერის მიზნით სამედიცინო უზრუნველყოფა, მარაგების შევსება, ასევე ზემდგომ და ქვემდგომ ეშელონებს შორის კავშირის უზრუნველყოფა განხორციელდა. 

ათეულის დონეზე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემფასებლების მიერ შეფასდა. 

სექტემბრიდან 41-ე ბატალიონი  უშუალოდ ჩაერთვება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP). GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

ვიდეო რეპორტაჟი