საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო
26 მაისი 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. მოქალაქეებსა და ტურისტებს საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისის გარდა, საქართველოს 11 ქალაქში მოეწყო: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი.

ვიდეო რეპორტაჟი