საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თურქეთის თავდაცვის მინისტრი დაესწრო
26 მაისი 2019

ეროვნულ დღესასწაულზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. თურქ კოლეგას თავისუფლების მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა და სტუმარს ღონისძიებაზე დამსწრე საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლები წარუდგინა.

მოგვიანებით კი, თავდაცვის სამინისტროში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი და საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინიტრების ორმხრივიო შეხვედრა გაიმართა.

ვიდეო რეპორტაჟი