მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019” დასრულდა
17 მაისი 2019
მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „LOGDEV 2019” დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა და ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ცერემონიალზე ქართველმა და უცხოელმა ლოჯისტიკოსებმა სწავლების დამამთავრებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო დაფები მიიღეს.
მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფების ფორმირების, გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევა იყო.