წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი
16 მაისი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალებს 57 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია IV მექანიზებულ ბრიგადაში გმირთა მემორიალთან გაიმართა. მათ თავდაცვის ძალებში გაწევრიანება აღმოსავლეთ ჯარების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა რობერტ არღვლიანმა მიულოცა და ღირსეული სამსახური უსურვა. ფიცის დადების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ცერემონიალის დასასრულს წვევამდელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ერთი წლის განმავლობაში  IV მექანიზებულ ბრიგადაში გააგრძელებენ მსახურს და მონაწილეობას მიიღებენ ყველა იმ სწავლებაში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება.

ფიცის დადებამდე წვევამდელებმა საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს. სამხედროების მომზადება იმ კურს შეესაბამებოდა, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.