თავდაცვის სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი „არმია“ ფინალში ითამაშებს
15 მაისი 2019

სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი „არმია“ მინი ფეხბურთში ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის ოქროს ლიგის ფინალში გავიდა. „არმიამ“ ჯგუფური ეტაპები წარმატებით იასპარეზა და 15 ქულით ფინალში შემოსავლების სამსახურის გუნდს „RS“ დაუპირისპირდება. საფინალო შეხვედრა 2 ივნისს,თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.