კურსი „სამხრეთ კავკასია ფართო რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“ გაიმართა
14 მაისი 2019

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS)  კურსი „სამხრეთ კავკასია ფართო რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“  დასრულდა. აღნიშნული  კურსი პირველად  ჩატარდა და   მის მიზანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციფიკისა და რეგიონში მიმდინარე პროცესების  ანალიზი წარმოადგენდა.

ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სექტორის სხვა წარმომადგენლებმა  სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში არსებულ  გეოპოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვანი და დეტალური ინფორმაცია მიიღეს.  კურსს ქართველი  ექსპერტები უძღვებოდნენ, რომლებმაც  რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით,  ზოგადად, კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონსა და კასპიის ზღვის რეგიონში მიმდინარე პრობლემატიკაც მიმოიხილეს.  ტრენინგი  თეორიული  ნაწილის გარდა,  სიმულაციურ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ხელმძღვანელობა ახლო მომავალში   კურსის საერთაშორისო ფორმატში ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც სპიკერები და მსმენელები სხვადასხვა ქვეყნიდან იქნებიან წარმოდგენილები.