ლელა ჩიქოვანის შეხვედრა სლოვაკეთის დელეგაციასთან
13 მაისი 2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები - რობერტ ანდრეიჩაკი და ფრანჩიჟეკ რუჟიჩკა, ასევე სლოვაკეთის ელჩი საქართველოში პაველ ვიზდალი.
 
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სლოვაკურ მხარეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა. საუბარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და სლოვაკეთთან თავდაცის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო.