მთავრობის წევრებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს
9 მაისი 2019

9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. მთავრობის წევრებმა უცნობი ჯარიკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანებს ვაკის პარკში, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მთავრობის სხვა წევრებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თავდაცვის ძალების ოფიცრებმა და სერჟანტებმა მიულოცეს.

ღონისძიებას ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი