IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
7 მაისი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ასეულის ჩამოსვლით ამ ეტაპზე ავღანეთში ქართული ქვედანაყოფების როტაცია დასრულდა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი დახვდა. მან ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.

IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქვედანაყოფი III ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა როტაციის წესით ჩაანაცვლა.

ვიდეო რეპორტაჟი