ბაქსვუდის სკოლის ბავშვების ღია კარის დღე სერჟანტთა აკადემიაში
3 მაისი 2019

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აკადემიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ ბავშვებს ქვეყნისთვის თავდაცვის ძალების მნიშვნელობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის სერჟანტთა აკადემიის პასუხისმგებლობაზე პრეზენტაცია გააკეთა. 

გახალისებისა და მოტივირების მიზნით სამხედროებმა ბავშვებს M-4 ტიპის იარაღის დაშლა-აწყობა პრაქტიკულად შეასრულებინებს და პირველადი სამედიცინო  დახმარების აღმოჩენის მოდელირებული სავარჯიშოებიც ჩაატარებინეს.

ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო გუნდებად დაყოფა და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვით სპორტული შეჯიბრი გამოდგა. ღია კარის დღე კოჯორში გამარჯვებული გუნდების გამოვლენითა და საჩუქრების გადაცემით დასრულდა. 

ვიდეო რეპორტაჟი