მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა
30 აპრილი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის პარალელურად, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სპორტული შეჯიბრებები და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მე-4 მექანიზებული და I ქვეითი ბრიგადების სამხედროები ერთმანეთს ლელო ბურთის ფინალში შეეჯიბრნენ. სხვადასხვა სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებმა კი, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები ბაგირის გადაწევასა და ესტაფეტაში გამოსცადეს. გამარჯვებულ გუნდებს მედლები და გარდამავალი თასი გადაეცათ.

გასართობი პროგრამა მომზადდა სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვისაც.

ღონისძიების დასასრულს, ჯარისკაცებისთვის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბენდმა კონცერტი გამართა.

ვიდეო რეპორტაჟი