თავდაცვის ძალების დღე ავღანეთში
30 აპრილი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა ქაბულში აღნიშნეს. ავღანეთში თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაზა HKIA-ზე მარათონი და ოფიციალური მიღება გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებაში ავღანეთში დისლოცირებული ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ასევე ბაზა HKIA-ზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ. მოგვიანებით კი, თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაზაზე დისლოცირებულ მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა.

ბაზა HKIA-ს მეთაურმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა ჰუსეინ ქამბურმა ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა პროფესიული დღე და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობის წევრებს ნატოს მისიის მედლები გადასცა. ღონისძიების დასასრულს კი, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა თავდაცვის ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით  დააჯილდოვა.

ვიდეო რეპორტაჟი